Microsoft-ის ახალი რეკლამა თბილისში გადაიღეს

Microsoft-მა რუსული ბაზრისთვის ახალი რეკლამა თბილისში გადაიღო. რგოლი კომპანიის ახალი შენაძენის - Nokia-ს Lumia სმარტფონების რეკლამაა და სარვამარტოდაა გადაღებული.

ვიდეოს სცენარით, რუსი წყვილი თბილისში მოგზაურობს, სადაც გოგო და ბიჭი შთაბეჭდილებებს Lumia-ზე აფიქსირებენ. კადრებიდან ჩანს, რომ გადაღებები, სხვა ადგილებთან ერთად, მშვიდობის ხიდზე და მახათას მთაზე მიმდინარეობდა.

YouTube-ზე განთავსებული ვიდეოს კომენტარებში უკვე გამოჩნდნენ ქართველი მომხმარებლებიც, რომლებიც ეკითხებიან შემქმნელებს, რატომ არ გადაიღეს რგოლი "გათავისუფლებულ" ცხინვალში ან სოხუმში.