2-6 ივნისს თბილისში საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალი "ამირანი" ჩატარდება

2-6ივნისს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის რიგით მე-9 საერთაშორისო სტუდენტურ კინოფესტივალ „ამირანს“ უმასპინძლებს. 2015 წელს ფესტივალში მონაწილეობის სურვილი 50-ზე მეტი ქვეყნის კინოსკოლამ გამოთქვა. სელექციის შედეგად კი საკონკურსო პროგრამაში 21 ქვეყნის 48 სტუდენტური ნამუშევარი მოხვდა.

უცხოელი და ქართველი სტუდენტების გარდა ფესტივალს საპატიო სტუმრებიც ეყოლება, რომლებიც ახალგაზრდა რეჟისორებისათვის მასტერკლასებს ჩაატარებენ. დახურვის ცერემონიალზე ჟიური გამარჯვებულებს საუკეთესო მხატვრული, დოკუმენტური, ანიმაციური და ექსპერიმენტული ფილმების ნომინაციებში გამოავლენს.