ბიძინა ივანიშვილმა ლონდონის აუქციონზე გატანილი ფიროსმანის ნახატი შეიძინა

2030-ის ინფორმაციით, ლონდონის აუქციონზე გატანილი ნიკო ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით" საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა 1,5 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა.

"საქართველოს უბრუნდება ნიკო ფიროსმანის ნახატი „არსენალის მთა ღამით”, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა გუშინ კრისტის აუქციონზე მილიონ-ნახევარ დოლარად შეიძინა" - წერს 2030 საკუთარ facebook-ის გვერდზე.

1957 წელს, "არსენალის მთა ღამით" 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგ პოეტ, ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ის ჯერ 2007 წელს სოტბის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა

ქართველი მხატვრის ტილო ლონდონის კრისტის აუქციონზე რუსული ხელოვნების განყოფილებაში იყო წარმოდგენილი.