1 ივნისით დათარიღებული კარგი ამბები მსოფლიოს ისტორიაში

ზაფხულის მოსვლა ყველას უხარია,თუმცა 1 ივნისი ისტორიულადაც მრავალი დადებითი მოვლენის მატარებელია.

ამ დღეს, 25 წლის წინ, ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უფროსმა საბჭოთა კავშირის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვთან ერთად ხელი მოაწერა შეთანხმებას ქიმიური იარაღის წარმოების თაობაზე და ამერიკაში შექმნილი რეზერვები გაანადგურა. (1990 წელი)

1967 წელს, ინგლისის ქალაქ ლივერპულში შექმნილმა ჯგუფმა ბითლზმა ალბომი Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band გამოუშვა, რომელიც იმავე ზაფხულს მთელი სეზონის განმავლობაში მუსიკალურ ჩარტებში პირველ ადგილზე იყო.

Give Peace a Chance - პაციფისტური სიმღერა, რომელიც ომის წინააღმდეგ გამოდიოდა და მსოფლიოს მშვიდობისკენ მოუწოდებდა, ჯონ ლენონმა და იოკო ონომ 1969 წლის 1 ივნისს ჩაწერეს. სიმღერა მათ მიერ მშვიდობისთვის მოწყობილ საწოლში წოლის პერფორმანსის დროს დაიწერა და საბოლოოდ 1 ივნისს ბრიტანეთის დედოფლის სასტუმრო მონტრეალის 1742-ე ნომერში ოთხი მიკროფონის და ოთხი ფირზე ჩამწერის თანხლებით ჩაიწერა.

ჰეიმლიხის მანევრი - მეთოდი იმ ადამიანების გადასარჩენად, რომლებსაც საკვები გადასცდათ და იხრჩობიან, პირველად აღწერეს და ჟურნალ "სასწრაფო დახმარებაში" გამოაქვეყნეს 1974 წლის ამ დღეს.

1980 წლის პირველ ივნისს The Cable News Network-მა (CNN) შექიმნა და პირველად გავიდა ეთერში. 25 წლის წინ 1 ივნისს, ამერიკელებმა პირველად უყურეს ახალ ამბებს ტელევიზორში CNN-ის ეთერში.

1969 წელს გადაღებული ფილმი BED PEACE ჯონ ლენონის და იოკო ონოს მონაწილეობით, რომელიც ამ უკანასკნელმა 2014 წლის 26 მაისს გამოაქვეყნა.