Epica Awards Tbilisi - კრეატიული რეკლამის სამდღიანი ფესტივალი

კრეატიული რეკლამის ფესტივალი ივლისის დასაწყისში რეკლამის ავტორებს, დამკვეთებს, მარკეტინგულ სააგენტოებს ან უბრალოდ დაინტერესებულ პირებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გააერთიანებს.

Epica Awards 1987 წელს, პარიზში დაფუძნდა და სარეკლამო სივრცეში ერთ-ერთ პრესტიჟულ დაჯილდოვებად ითვლება. ის თავიდან მხოლოდ ევროპის მარკეტინგულ ბაზარს მოიცავდა, თუმცა, რამდენიმე წელია დაჯილდოვება გლობალური გახდა. ფესტივალის კრეატიული ნამუშევრების კატეგორიაში გამარჯვებული ნაშრომი კი ლუვრის თანამედროვე მუდმივი ექსპოზიციის წევრი ხდება.

ეპიკას დღეები თბილისში 2, 3 და 4 ივლისს გაიმართება. ფესტივალი სტუმრებს შესთავაზებს მსოფლიო საუკეთესო სარეკლამო ვიზუალების რეტროსპექტივას. ევროპის სარეკლამო სივრცის გარდა, წარმოდგენილი იქნება ნამუშევრები აზიური, ავსტრალიური, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზრიდან. ლექციებსა და მასტერკლასებს კი მწერალი და ჟურნალისტი, ასევე ეპიკას ჟიურის წევრი, მარკ ტანგეიტი ჩაატარებს. ფესტივალის მესამე დღე კი მთლიანად დაეთმობა ქართულ ნამუშევრებს. ბრიტანელი მწერალი აღნიშნული ნამუშევრებიდან სამი მიმართულების გამარჯვებულს გამოავლენს, რომელსაც სპეციალურ სერთიფიკატს გადასცემს.

ეპიკას დღეებს საგამოფენო ცენტრი "ექსპო ჯორჯია" უმასპინძლებს, სრული განრიგი კი ასე გამოიყურება: