5 წლის გოგონას მზრუნველობამ მისი საუკეთესო მეგობარი გადაარჩინა

გახსენდებათ ხუთი წლის ასაკში ჩადენილი გმირობები? ჩვენი უმეტესობა ამ ასაკს თამაშში ატარებს ან სასკოლოდ ემზადება, ამ პატარა გოგონამ კი 5 წლის ასაკში საუკეთესო მეგობარი გადაარჩინა.

ემა ჰეისი და დექსტერ ვილსონი ბაუტონის დაწყებით სკოლაში ერთად სწავლობენ. ბავშვები შესვენებაზე ლანჩს მიირთმევდნენ, როდესაც დექსტერმა მოულოდნელად მძიმედ სუნთქვა დაიწყო და ხელები ყელზე წაივლო. ბიჭუნას ყელში დაუღეჭავი სოსისის ნაჭერი ჰქონდა გაჭედილი.

5 წლის ემა არ დაიბნა, მაშინვე მეგობარს მივარდა, წინ გადახარა და ზურგზე ხელის რტყმა დაუწყო. როდესაც მოსწავლეებთან კვების დროს ბავშვების ხელმძღვანელმა მიირბინა, ბიჭუნას ყელში გაჭედილი ხორცის ნაჭერი უკვე ძირს ეგდო.

თავისი ქალიშვილის ქცევით ემას დედა ძალიან ამაყობდა: "მის ერთ-ერთ უდროს ძმას საუზმის დროს თხილზე ალერგია დაემართა და სავარაუდოდ სწორედ ამ დროს ისწავლა ჩემმა გოგონამ თუ როგორ უნდა ემოქმედა რთულ სიტუაციებში."

ინციდენტის შემდეგ პატარა ბიჭუნა თავს კარგად გრძნობდა და სკოლაშიც დღის ბოლომდე დარჩა.

რაც შეეხება ემას - მას სკოლამ სერთიფიკატი გადასცა, როგორც პატარა ყურადღებიან გოგონას, რომელმაც თანატოლის სიცოცხლე იხსნა. წმინდა იოანეს სახელობის საავადმყომ კი გოგონას პირველად დახმარების აღმოჩენის ჯილდო გადასცა.