ოკეანეების პლასტმასისგან გასაწმენდად ახალი სისტემა შემუშავდა

ოკეანეები და მათი ფსკერი მათი ბინადრებისთვის კარგა ხანია არც თუ ისე შესაფერის და კარგ გარემოს წარმოადგენს. ამის მიზეზი იქ მოხვედრილი პლასტმასი და სხვა მყარი ნარჩენებია.

"ოკეანის დასუფთავება" ამ სახელწოდებით ჰოლანდიელმა ბოიან სლატმა საინიციატივო ჯგუფი შექმნა, რომელიც პირველ ეტაპზე, იაპონიასა და სამხრეთ კორეას შორის არსებულ ოკეანის ფართობს პლასტიკური ნარჩენებისგან გაწმენდს. სისტემა 1.8 კმ სიგანის მანძილზე "იჭერს" მსგავს პროდუქტს, რაც მას ძალიან ეფექტურს ხდის.

თუ ინიციატივა გაამართლებს, მომავალში მისი მოქმედების არეალის გაზრდა იგეგმება. სავარაუდოდ ის ოკეანის პლასტმასისგან დასუფთავებას დაახლოებით 100 კმ სიგანის მანძილშე შეძლებს, რაც პროცესს კიდევ უფრო სწრაფს გახდის.