მფრინავი თეფშები ტეხასის თავზე ღრუბლების სახით გამოჩნდნენ

შტორმის მომასწავლებელმა ღრუბლებმა, რომლებიც ტეხასის თავზე გამოჩნდნენ, ნამდვილი შტორმი სოციალურ მედიაში გამოიწვია.

მოვლენას ლინზისებური ღრუბლები ეწოდება. ისინი რობერტსონის და ტეხასის რამდენიმე რეგიონის თავზე შენიშნეს და რადგან აგებულებით ძალიან გავდნენ მფრინავ თეფშებს, ჯერ ადგილობრივების და სულ მალე მსოფლიო მედიის ყურადღება მიიპყრეს.

ინტერესით სავსე მოსახლეობა ღრუბლებს მანამ აკვირდებოდა, სანამ წვიმა არ წამოვიდა. ტეხასელები მიხვდნენ, რომ უცხოპლანეტელების თავდასხმას გადაურჩნენ.

...ამჯერად.