საქართველო ვატიკანის მიერ ორგანიზებულ კინოფესტივალში ჩაერთვება

2016 წლიდან საქართველო ვატიკანის მიერ ორგანიზებული კინოფესტივალში ჩაერთვება. ქართველ რეჟისორებს საშუალება მიეცემათ საკუთარი ნამუშევრები კიდევ ერთ საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინონ. კინოფესტივალი "მესამე ათასწლეული" წმინდა საყდრის მიერაა დაარსებული და მასში რამდენიმე ათეული ქვეყანა მონაწილეობს.

გადაწყვეტილება ვატიკანში, კულტურის საკითხებში პაპის საბჭოს პრეზიდენტისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს დელეგაციის შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

კარდინალმა აღნიშნა, რომ სამომავლო თანამშრომლობის ფარგლებში ვატიკანი მზადაა ქართველ მეცნიერებს კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მისცეს. მუზეუმი და არქივები ამ დარგში მომუშავე ქართველ სპეციალისტებს პროფესიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.