ერთგულმა სტუმარმა რესტორნის თანამშრომლებს სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთა

რესტორნებისა თუ პატარა კაფეების მფლობელები, ხშირად ერთგულ კლიენტებს ასაჩუქრებენ და უფასო სადილით  უმასპინძლდებიან. სწორედ ასეთ სამომხმარებლო პოლიტიკაზეა გათვლილი ვაშინგტონში მდებარე ერთ-ერთი პატარა კაფეც სადაც მომხმარებლებს წახემსება შეუძლიათ. 44 წლის ჩევი ჩეისი, უკვე რამდენიმე წელია მათი ერთგული მომხმარებელია, ამიტომ კვების ობიექტის მენეჯერმა, გადაწყვიტა მისთვის ერთ-ერთი შემდგომი ვიზიტის ხარჯები აენაზღაურებინა.

"მას შემდეგ, რაც ანგარიშის მოტანა მომთხოვა, სიამოვნებით ვუთხარი რომ ეს სადილი ჩვენს ხარჯზე იქნებოდა. ძალიან გაუხარდა მაგრამ ანგარიშის მოტანა ღიმილით მაინც მთხოვა. როდესაც მაგიდასთან დავბრუნდი წასული დამხვდა, ხოლო 93 დოლარის ნაცვლად 2 ათასი დოლარი ჰქონდა გადახდილი. დატოვებული წერილით შევიტყვეთ, რომ ჩვენმა მზრუნველობამ და ამ საქციელმა ძალიან გაახარა და სწორედ ამიტომ, მასაც მოუნდა სანაცვლოდ ჩვენ გავეხარებინეთ." - ყვება მიმტანი გოგონა.

აღსანიშნავია, რომ ყურადღებიანმა კლიენტმა წერილში მიუთითა რომ თანხას მენეჯერსა და იმ ორ მიმტანს უტოვებდა, რომლებიც განსაკუთრებულად ზრუნავდნენ მისთვის სასიამოვნო გარემოს შექმნაზე. ამ გზით ნაჩუქარი თანხა ადრესატამდე უპრობლემოდ მივიდოდა.