მებო ნუცუბიძის მორიგი წარმატებული გამოსვლა უკრაინულ Voice-ში

როგორც იცით, ქართველი მომღერალი მებო ნუცუბიძე მუსიკალური პროექტის Voice-ის უკრაინულ ვერსიაში იღებს მონაწილეობას. 

24 მაისს, საფინალო კონცერტიდან პირველში მებომ იმღერა და მსმენელი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

ქართველ მომღერალს, მისმა მწვრთნელმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა უკრაინული სიმღერა "Стоїть гора висока" შეურჩია. 

Mebo-ს შესრულება მისი მსმენელითვის კიდევ ერთი დასამახსოვრებელი გამოსვლა იყო უკრაინულ სცენაზე.

"ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო პირველი ლაივი, სადაც უკრაინულად ვიმღერე. საბედნიეროდ ყველაფერმა წარმატებით ჩაიარა. მადლობა გულშემატკივრობისთვის და გვერდში დგომისთვის! წინ შემდეგი ეტაპია." - წერს მებო თავის Facebook-ის გვერდზე.

გადახედეთ მებოს წინა წარმატებულ გამოსვლებს: