ჰონგ-კონგელი მეცნიერები ქუჩის დამბინძურებლებს ახალი ხერხით დაუპირისპირდნენ

შემდეგში, როდესაც ქუჩის დანაგვიანებას კევით, სიგარეტის ნარჩენით ან თქვენი გამოყენებული სხვა ნივთებით გადაწყვეტთ, გაიხსენეთ, რომ მეცნიერებს მათგან თქვენი დნმ-ის აღება შეუძლიათ, დნმ-ით კი ქუჩის დამბინძურებლის ფოტო-რობოტი შეიქმნება და საჯარო ბილბორდებზე განთავსდება.

სისუფთავის შესანარჩუნებლად ბრძოლის ეს ხერხი სარეკლამო იდეად იქცა და ახალი კამპანია აგორდა, სახელწოდებით "ნაგვის სახე".

ფოტო-რობოტების ქვემოთ, წარმოდგენილი იქნება მასალა, რომლითაც ფოტოს იდენტურობის პატრონმა ქუჩა დააბინძურა.

კამპანიის იდეა შემდეგში მდგომარეობას: ის ვინც ქალაქის სილამაზეზე და ბუნების სისუფთავეზე არ ზრუნავს, ან არ აწუხებს ის საფრთხე, რასაც ეკოლოგიური სიბინძურე იწვევს, საჯარო სირცხვილმა შეიძლება გამოასწოროს.