ლონდონის "ქრისტის" აუქციონზე ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" გაიყიდება

ლონდონის ცნობილ "ქრისტის" აუქციონზე ქართველი მხატვრის, ნიკო ფიროსმანის ნახატი პირველ ივნისს გასაყიდად გავა. ტილო სახელად "არსენალის მთა ღამით" 1907-1908 წლებშია შექმნილი. მის საწყისს ფასი რვაასი ათასიდან - მილიონ ორასი ათას ფუნტამდე განისაზღვრება.

1957 წელს, "არსენალის მთა ღამით" 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფრანგ პოეტ, ლუი არაგონს აჩუქეს და წლების განმავლობაში ტილო მის პირად კოლექციაში ინახებოდა. ის ჯერ 2007 წელს სოტბის, ხოლო 2010 წელს ლონდონის აუქციონზე გაიყიდა. მისი დღევანდელი მფლობელის ვინაობა კი უცნობია.