Starwood თავის ნომრებში ახალი თაობის ტექნიკას ამონტაჟებს

თუკი სტარვუდის სასტუმროში აღმოჩნდები, შენს ნომერში წარმოუდგენლად ახლებური სახის ტექნიკურ მომსახურებას აღმოაჩენ.

თავდაპირველად ოთახში კარებზე დამონტაჟებული აიფონის ეკრანზე შეხებით შეხვალთ, საძინებელში შესულს კი სარკეში ჩამონტაჟებული Apple-ის საათი დაგხვდებათ, რომელიც ამინდის შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას.

მოგვიანებით შეგიძლიათ ნომერში მყოფ რობოტს კბილის ჯაგრისის მოტანა სთხოვოთ.

ჯერ-ჯერობით სტარვუდი დაკავებულია ნომერში ინოვაციური ტექნოლოგიების მუშაობის გატესტვით, რომელიც სასტუმროს ქსელის სამ შენობაში უკვე განთავსებულია.