30 მაისს ზიპლაინობის სეზონი იხსნება

ZIP LINE Georgia კვლავ გაძლევთ დაუვიწყარი დროის გატარების საშუალებას. 30–31 მაისს ჭილის ტბაზე Zip Line ტური ჩატარდება, რომელიც ზიპლაინის 2015 წლის სეზონს გახსნის.

ტურზე მონაწილეობის მიღება მსურველს ორივე დღეს შეეძლება, ასევე იქნება ღამის ტური, რომლის ფარგლებშიც საშუალება გექნებათ დაეშვათ სიბნელეში მაშხალებით, რაც სპორტის ექსტრემალურ სახეობას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის და ზიპ ლაინზე დაშვებისას ადრენალინს გააორმაგებს.

ივენთის ორგანიზატორების ინფორმაციით, ამჯერად ტროსის დახრილობა გაიზრდება, რაც ზიპლაინს უფრო სწრაფს გახდის.

ივენთზე მისულ ახალგაზრდებს, გართობის სხვადასხვა საშუალება ექნებათ: ფრისბი, ფრენბურთი, ბადმინტონი. ადგილზე დახვდებათ კარგი გარემო, მუსიკა და თბილისის შეუდარებელი ხედი.

აქციის ორგანიზატორები ექსტრემალური სპორტის მოყვარულებს დაუვიწყარი დროის გატარებას ჰპირდებიან.

ივენთის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს.