მულტფილმ Minions-ის სახალისო ტრეილერი

Illumination Entertainment-მა მინიონების შესახებ სპინოფ ფილმის მესამე ტრეილერი გამოაქვეყნა, რომელიც აქამდე გამოჩენილ ყველა კადრს აერთიანებს. ისტორია მოიცავს ამბავს პატარა, ყვითელი მინიონების წარმოშობის შესახებ, რომელებიც მაყურებელმა მულტფილმ Despicable Me-დან შეიყვარა. მიმოხილვაში მოკლედ არის ასახული თუ როგორ ცხოვრობდნენ ისინი მსოფლიოს განვითარების სხვადასხვა ეპოქაში.

მინიონების შესახებ ფილმი მსოფლიო კინოთეატრებში 10 ივნისიდან გამოჩნდება, მანამდე კი ისიამოვნეთ სახალისო ტრეილერით.