გარდაცვლილი პოლიციელის ვაჟს უცნობმა ადამიანმა მამის მანქანა აუქციონზე შეუძინა

პოლიციის თანამშრომელი სამ ბროუნლი, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს,  ერთ-ერთ სპეცოპერაციში ცეცხლსასროლი იარაღით დაიჭრა და გარდაიცვალა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა, თუმცა მისმა ოჯახის წევრებმა პოლიციის ოფიცერის ნივთებისა და მანქანის მიღება ვერ შეძლეს. კანონის მიხედვით დაღუპული პოლიციელის ნივთები და ავტომობილები სპეციალურ აუქციონზე გადის, სადაც ახლობლებეს ან უბრალო მოქალაქეებს შეუძლიათ პატივი მიაგონ მათ ხსოვნას და აღნიშნული ნივთები შეიძინონ. შემოსული თანხა კი მთლიანად დაღუპული პოლიციელების ოჯახებს ხმარდებათ.

სამის საყვარელი ავტომობილი, რომლითაც ის სარგებლობდა მისი ვაჟისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო. 20 წლის ტანერს მამის ავტომობილის ყიდვა სურდა, თუმცა ახლახანს გამართულ აუქციონზე ის საკმაოდ ძვირად, 60 ათას დოლარად გაიყიდა. აუქციონის დასრულების შემდეგ კი დარბაზში შემოვიდა კაცი, რომელმაც დაღუპული პოლიციელის ვაჟს მანქანის გადასაღები გადასცა და უთხრა: „ ეს შენი მანქანაა, მინდოდა ის ნამდვილად შენს ხელში მოხვედრილიყო.“

როგორც აღმოჩნდა უცნობი კეთილისმსურველი არც ოჯახის ნათესავი და არც სამის მეგობარი არ გახლდათ. მას უბრალოდ სურდა ავტომანქანა ღირსეულ პატრონს დაბრუნებოდა და რადგან ამის საშუალება ჰქონდა გადწყვიტა ამაში თავად მიეღო მონაწილეობა.

"მე და მამას ამ მანქანასთან ბევრი საერთო მოგონება გვაკავშირებს, ამიტომ ჩემთვის ის განსაკუთრებულია. გამიკვირდა, როცა აუქციონზე მისმა ფასმა ასე აიწია, არ მეგონა, რომ ვინმე მის ყიდვაში შემეცილებოდა, თუმცა მომხდარით ძალიან გახარებული და კიდევ უფრო ამაყი ვარ" - ამბობს დაღუპული პოლიციელის ვაჟი.