თბილისში ირაკლი ჩარკვიანის სამგანზომილებიანი სკულპტურა დაიდგმება

თბილისში, უახლოეს პერიოდში ირაკლი ჩარკვიანის სკულპტურა გამოჩნდება. პროექტის განხორციელებას ორი ხელოვანი - როკო ირემაშვილი და ვალო იმერლიშვილი გეგმავს. პროექტის ერთ-ერთმა ავტორის განცხადებით, ამ ეტაპზე პროექტის დეტალების განხილვა მთაწმინდის გამგეობაში მიმდინარეობს და სწორედ ამაზეა დამოკიდებული, როდის დაიწყება სკულპტურის შექმნაზე მუშაობა.

ჩარკვიანის სკულპტურა, სავარაუდოდ, დედაენის ბაღსა და იუსტიციის სახლს შორის არსებულ ტერიტორიაზე განთავსდება. სკულპტურა სამგანზომილებიანი იქნება. ის უჟანგავი ფოლადისგან დამზადდება და სამ ფირფიტაზე სტენსილური სტილით სამი სხვადასხვა პორტრეტს წარმოადგენს. სკულპტურის გარშემო სამი სპეციალური საპარკე სკამის განლაგდება, რომლებშიც MP3 პლეერი დამონტაჟდება და ნებისმიერ მსურველს, ყურსასმენის შეერთების შემდეგ, ირაკლი ჩარკვიანის მიერ წაკითხული ლექსებისა და მისი სიმღერების მოსმენა შეეძლება.

პროექტს დედაქალქის ბიუჯეტი დააფინანსებს. იდეის ავტორები განმარტავენ, რომ მთლიანობაში ეს არამარტო სკულპტურა, არამედ მცირე სკვერი და საზოგადოების თავშეყრის ადგილიც იქნება.

წყარო: commersant.ge