35 ეკოემიგრანტი ოჯახი საცხოვრებელ სახლს მიიღებს

35 სტიქიით დაზარალებული ეკოემიგრანტი ოჯახი საცხოვრებელ სახლს მიიღებს. დევნილთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებული ოჯახები განსახლების ადგილსა და საცხოვრებელ სახლს სურვილის მიხედვით აირჩევენ. 

ეკომიგრანტების განცხადებებს სპეციალურად შექმნილი „სტიქიური მოვლენების შედეგად გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების განსახლების საკითხების მარეგულირებელმა კომისია“ სწავლობს.

პროექტის ფარგლებში 2015 წლის ბოლომდე 90-მდე ეკოემიგრანტი ოჯახის საცხოვრებელი სახლით უზრუნველყოფაა დაგეგმილი. ამ ეტაპზე კი სახლს ძირითადად აჭარაში მცხოვრები ემიგრანტები მიიღებენ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში სტიქიით დაზარალებული ოჯახების განცხადების მიღება კვლავაც გრძელდება.

წყარო: netgazeti.ge