დედების სოლიდარობის ნიშნად პროფესორმა ლექცია სტუდენტის შვილთან ერთად ჩაატარა

იერუსალიმში, ჰებრიუს უნივერსტეტში სტუდენტი თავის პატარასთან ერთად ესწრებოდა ორგანიზაციული ქცევის ლექციას, როდესაც ბავშვმა ტირილი დაიწყო. დედა მაშინვე ეცადა აუდიტორიის დატოვებას, მაგრამ ლექტორმა მას შვილი აუღელვებლად გამოართვა, დაამშვიდა და მასთან ერთად განაგრძო ლექცია.

"არცერთ დედას არ უნდა უწევდეს სწავლას და შვილს შორის არჩევანის გაკეთება" - ასეთი იყო პროფესორ სიდნეი ენგელბერგის პასუხი, რომელიც 45 წელია რაც ლექციებს ატარებს და თავად 4 შვილი და 5 შვილიშვილი ჰყავს.

ლექტორის ქალიშვილის თქმით, მისი მამა ახალგაზრდების მიმართ მხარდაჭერით გამოირჩევა და მაგისტრატურის სტუდენტებს უფლებას აძლევს, ლექციებს შვილებთან ერთად დაესწრონ.

"მისი სწავლების მეთოდი ძალიან ჰუმანურია და მხოლოდ მშრალი ფაქტების გადმოცემით არ შემოიფარგლება, ის თავის სტუდენტებს სწორ ღირებულებებს ასწავლის და უზიარებს." - წერს სიდნეის ქალიშვილი, სარიტ ფიშბაინი.