94 წლის მამაკაცმა, ჩარიცხვიდან 75 წლის შემდეგ დიპლომის აღება მოახერხა

1939 წელს, ენტონი ბრუტო West Virginia University-ში ჩაირიცხა, მაშინ როდესაც უნივერსიტეტის საფასური სულ რაღაც 50 დოლარს შეადგენდა. სამწუხაროდ მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას მას სწავლის მიტოვება და ფრონტზე წასვლა მოუწია. რამდენიმე წელიწადში, სამშობლოში დაბრუნების შემდგომ, ახალგაზზრდა ენტონიმ უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე დაბრუნება ისევ მოინდომა, თუმცა ამჯერად მეუღლის რთულმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ შეუშალა ხელი.  მას შემდეგ, კი რაც ენტონიმ მუშაობა დაიწყო, უნივერსიტეტის დამთავრება აუხდენელ ოცნებად ექცა.

პენსიაზე გასვლის შემდეგ, მან ოცნების ახდენა და ვირჯინიის უნივერსიტეტში, საკუთარ ფაკულტეტზე დაბრუნება გადაწყვიტა. "ჩემმა ქალიშვილმა მომცა გამბედაობა, რომ გამეკეთებინა ის, რაზეც მთელი ამ წლების განმავლობაში გული მწყდებოდა. ალბათ ასეც იყო საჭირო, ჩემი სტუდენტობის წლები თავის დროზე ძალიან რთული და წინააღმდეგობებით სავსე იყო, ახლა კი სწავლის მიღება მშვიდ და გაწონასწორებულ გარემოში შევძელი. ეს მართლაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება იყო ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც"  - ამბობს ენტონი.