მეცნიერებმა მუსიკა სპეციალურად კატებისთვის შექმნეს

ყველამ ვიცით, როგორი თერაპიული, მამოტივირებელი და გამახალისებელი ეფექტი აქვს მუსიკას ჩვენზე. ასევე, ყველა ადამიანზე განსხვავებული მუსიკა განსხვავებულად მოქმედებს, აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა სახეობის ცხოველს სხვადასხვა მელოდიის მოსმენა ანიჭებს სიამოვნებას.

დეივიდ თეი, რომელიც ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჩელოზე უკრავს, უყვარს მეტალიკა, კლასიკური მუსიკა და ამასთან ერთად კომპოზიტორია, აკვირდებოდა და იკვლევდა მიზეზს, რა ხდის ჩვენს ემოციებს და მიჯაჭვულობაზს მუსიკის მიმართ ასე სენსიტიურს. მისი თეორიით, მუსიკის მელოდიურობა ჩვენთვის დაკავშირებულია ისეთ მარტივ, პრიმიტიულ და ბაზისურ ხმებთან, როგორიცაა სიცილის და გულისცემის ხმა.

კომპოზიტორმა გადაწყვიტა ცხოველების რეაქციები გამოეცნო, პირველად მან მელოდია შიმპანზეებისთვის შექმნა და ის ფსიქოლოგიის პროფესორს ჩაკ დაუნს გაუგზავნა, რომელიც ცხოველებთან მუშაობს. ფსიქოლოგმა დეივიდს ვრცელი წერილი მისწერა, სადაც აღწერდა როგორ მოქმედება მაიმუნებზე მისი მუსიკა. 
"მაიმუნები ცეკვავდნენ და სიხარულით აყოლებდნენ სხეულის მოძრაობებს შენს მუსიკას." -წერდა პროფესორი.

ამ გამოცდილების შემდეგ, Wisconsin-Madison უნივერსტეტის მეცნიერთა ჯგუფმა გადაწყვიტა მუსიკა კატებისთვის შეექმნათ. მუსიკაში გამოიყენეს ბაზისური ხმები, რომლებსაც კატები სხვადასხვა ემოციისას გამოსცემენ, როგორიცაა კრუტუნი.

იდეის ავტორებმა ჩარლზ სნოუდაუნმა და ჯენიფერ ვიეგასმა Discovery-ს ჟურნალისტს უთხრეს, რომ კატებისთვის დაწერილ მუსიკაში მათ უფრო მაღალი ოქტავები გამოიყენეს, ვიდრე ადამიანებისთვის შექმნილ მელოდიებშია.

მკვლევარების დაწერილი და კატებისთვის განკუთვნილი სამი კომპოზიცია შეგიძლიათ ამ ბმულებზე მოისმინოთ:

1.Spook’s Ditty, 2.Cosmo’s Air and 3.Rusty’s Ballad.

მუსიკალური ნომრები გავრცელების შემდეგ მრავალმა ადამიანმა მოასმენინა თავიანთ კატებს.