ორანგუტანგი ვეფხვის ბოკვერებზე ზრუნავს

სამხრეთ კაროლინაში, Myrtle Beach Safari ტურზე, ტელეკომპანია Discovery Family channel-მა საინტერესო და საოცარი ვიდეოს გადაღება მოახერხა. არხმა ცხოველების მზრუნველობას ცალკე გადაცემა მიუძღვნა, თუმცა კონკრეტული ვიდეო მაყურებელსა და ინტერნეტ მომხმარებლებს შორის ძალიან პოპულარული გახდა.

მას შემდეგ, რაც ორანგუტანგი უყურებდა, თუ როგორ უვლიდნენ ვეტერინარები ვეფხვის ბოკვერებს, გადაწყვიტა მათზე მზრუნველობა თავადაც ეცადა. ვიდეო სწორედ მაშინაა გადაღებული, როცა მამალი ორანგუტანგი ბოკვერებთან მიიყვანეს. მან რამდენიმე ბოკვერის გამოკვებაც კი მოახერხა.