აზიელმა მილიონერმა სიკვდილის შემდეგ ორ ოფიციანტს $100,000 დაუტოვა

ცნობილმა აზიელმა მილიონერმა და ანტიკვარული ხელოვნების ნიმუშების შემგროვებელმა რობერტ ელსვორტმა, რომელიც 2014 წლის ზაფხულში მანჰეტენზე, საკუთარ აპარტამენტში გარდაიცვალა, ორ ფავორიტ ოფიციანტს 50-50 ათასი აშშ დოლარი უანდერძა.

რობერტი საყვარელი სენდვიჩის მისართმევად ხშირად სტუმრობდა რესტორან Donohue's Steak House-ს, სადაც მუდამ ორი ოფიციანტი ემსახურებოდა. კოლექციონერმა მათი გვარები არც იცოდა და საკუთარ ანდერძში ორივე მოხსენიებული ჰყავდა როგორც "მარინი დანაჰიუდან" და "დანაჰიუს მარინის დისშვილი მარინი".

მიუხედავად არაზუსტი მოცემულობებისა, იურისტებს ოფიციანტების მოძებნა არ გასჭირვებიათ. 53 წლის მარინ პეტერსი და 28 წლის მარინ ბაერი გაოცებულნი და აღფრთოვანებულნი იყვნენ კეთილი მოხუცი მილიონერის გულუხვობის გამო.

"მსგავს არაფერს ველოდი, ჯერ კიდევ დაუჯერებელია მისი საქციელი. ჩვენი 8 საფირმო სადილიდან 7 მისი საყვარელი იყო. არასდროს ელოდა ხურდას და მისი დატოვებული თანხიდან 20% მუდამ ჩვენთვის განკუთვნილი 'ჩაი' იყო." - თქვა ჟურნალისტებთან ერთ-ერთმა მარინმა.

ოფიციანტებისთვის ბოძებული საჩუქრის გარდა, რობერტმა $200 მილიონიანი ქონებიდან 10 მილიონი ა.შ.შ. დოლარი თავის მზარეულს უანდერძა, რომელიც მთელი ცხოვრება ემსახურებოდა, $100 მილიონი კი ოჯახის წევრებს შეხვდათ, რომლებსაც ისინი თანაბრად გაინაწილებენ.

გულუხვმა მოხუცმა ხელოვნების ნიმუშთა გრანდიოზული კოლექცია ნიუ-იორკის, ჰარვარდის და იელის უნივერსტეტებს გადასცა.

რობერტ ელსვორტის კოლექციის სანახავად უყურეთ ვიდეოს: