მზის ჩასვლა მარსზე

2015 წლის 15 აპრილს NASA-ს სამეცნიერო ლაბორატორიის რობოტმა "Curiosity"-მა მარსიდან დანახული მზის ჩასვლა 4 განსხვავებულ კადრში აღბეჭდა. მეცნიერებმა ის მოკლემეტრაჟიან ვიდეოდ აქციეს.

NASA-ს სამეცნიერო ლაბორატორიის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მარკ ლემონის თქმით, ეს Curiosity-ს პირველი ფერადი კადრებია, რომლებიც მარსიდან მზის ჩასვლის გამოსახულებას გვიჩვენებს. ლურჯ სინათლეს რომელიც "წითელ პლანეტაზეა" გამეფებული, მტვრის მოცულობა ქმნის, მზის ჩასვლა კი უკეთ გვაჩვენებს იქაურ ატმოსფეროს.

Curiosity Rover - NASA-ს მოწყობილობა, რომელიც მარსზე 2011 წლის 26 ნოემბრიდან იმყოფება და წითელი პლანეტას შეისწავლის