ზარი პრეზიდენტ ობამასგან - "შეიძლება დედათქვენს გავესაუბრო?!"

ამერიკა მაისის ყოველ მეორე კვირა დღეს დედის დღეს აღნიშნავს. საყოველთაო დღესასწაულში წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამაც ჩაერთო და გადაწყვიტა უცნობი ქალბატონებისთვის სახლში დაერეკა და დედის დღე პირადად მიელოცა.

პრეზიდენტმა სამი ქალბატონი შეარჩია, რომელთაც მის სახელზე ყველაზე საინტერესო წერილი ჰქონდათ გაგზავნილი.

"გამარჯობათ, პრეზიდენტი ობამა გესაუბრებათ. აუცილებლად უნდა მივულოცო დედის დღე ქალბატონს, რომელმაც წერილი მომწერა და მადლობა გადავუხადო მათ, რომ ასეთი კარგი მშობლები არიან" - ამცნობდა პრეზიდენტი გაოცებულ მოსახლეობას ტელეფონით.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას, ერთგვარი "ტესტის" ჩაბარებაც მოუწია, რომლითაც საკუთარ იდენტობას დაამტკიცებდა. გამორჩეული მილოცვა სამივე ადრესატმა დიდი სიხარულით მიიღო.