Fondazione Prada-ში ვეს ანდერსონის დიზაინის კაფე გაიხსნა

მილანში ახალი კაფე "ლუსი" ამერიკელი კინორეჟისორის ვეს ანდერსონის დიზაინით შეიქმნა. ბარის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ბარში გადმოტანილია ანდერსონის ფილმის "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტის" გარემო.

კაფის სტუმრებს შეგრძნება უჩნდებათ, რომ საყვარელ ფილმში მოხვდნენ, მათ შეუძლიათ მოთავსდნენ ვინტაჟის დიზაინის მაგიდასთან, მოექცნენ განსხვავებული მწვანე ელფერის და ვარდისფერი პასტელის ფერებით კომბინირებული გარემოს ზეგავლენის ქვეშ, მოსვან "კამპარი" და თავი სასტუმრო გრან ბუდაპეშტის ლობში ან 1950-იანი წლების იტალიაში წარმოიდგონონ.

ბარი არქიტექტურულ სტუდია - Fondazione Prada-ში 9 მაისს გაიხსნა. შენობაში ასევე არის რამდენიმე ხელოვნების გალერეა და ბავშვების სათამაშო კუთხე. "ლუსის" გარემო კონტრასტულია შენობის თანამედროვე დიზაინთან. 

ანდერსონმა "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი" 2014 წელს გადაიღო. ფილმმა ოქროს გლობუსზე საუკეთესო მიუზიკლის და კომედიის ნომინაციაში გაიმარჯვა, ოსკარის დაჯილდოვებაზე კი 2 ნომინაციაში: "კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი" და "საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა"-ში მოიპოვა ოქროს ქანდაკება.

ამერიკელი რეჟისორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ორიგინალური დიზაინი, ამიტომაცაა რომ მის ფილმებში ყოველთვის გამორჩეული ატმოსფერო იქმნება, რაც გამოარჩევს კიდეც ვას ანდერსონის ფილმებს სხვებისგან.