ბაქოს "დიდ მუზარადზე" ლუხუმ ჩხვიმიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

8 მაისს, აზერბაიჯანის დედაქალაქში დაწყებულ ტურნირ "დიდი მუზარადის" პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს ბრინჯაოს მედალი 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლუხუმ ჩხვიმიანმა მოუტანა, რომელიც გადამწყვეტ ბრძოლაში ამირან პაპინაშვილს უნდა დაპირისპირებოდა, მაგრამ ბრძოლა მოწინააღმდეგის ტრავმის გამო არ შედგა.

მანამდე კი ჩხვიმიანმა მონაკოელი იან სიკარდი დაამარცხა, შემდეგ კი - რუსი ალბერტ ოგუზოვი და მონღოლი მსოფლიოს ფინალისტი ამარტუვშინ დაშდავა.