ტეხასელმა პოლიციელმა კიბოთი დაავადებულ ბიჭუნას საოცარი საჩუქარი მოუმზადა

ტეხასელმა სუპერმენმა 11 საათი იმგზავრა იმისთვის, რომ ილინოისში 7 წლის ბიჭუნას გასამხიარულებლად ჩასულიყო.

დეიმონ კოული დალასის პოლიციის დეპარტამენტში იმ გმირების ჯგუფში ირიცხება, რომლებიც სუპერჰეროების კოსტიუმებით ასრულებენ საკუთარ მოვალეობებს, რათა ადგილობრივ ბავშვებს განწყობა აუმაღლონ.

როდესაც კოული Facebook-ზე 7 წლის ბრიუს სკოტელის ისტორიას გადააწყდა, რომელსაც თებერვალში ლიმფურ კვანძებზე კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, გადაწყვიტა ბიჭუნას მოსანახულებლად ილინოისამდე გრძელი გზა გაევლო და მის სახეზე ბედნიერი ღიმილი დაებრუნებინა.

ბიჭუნას ოფიცერმა სუპერმენის მოსასხამი და სუპერგმირების მოძრავი სათამაშოები გადასცა, შემდეგ კი თავის სუპერმენის მანქანით გაასეირნა. კოულის თქმით ბიჭუნას სიხარული განსაცვიფრებელი იყო.

უკან გამგზავრებამდე, კოულმა რკინის კაცის კოსტიუმი მოირგო და ბიჭუნასთან ერთად ბევრი ითამაშა. ბრიუსი საყვარელ სუპერგმირთან ერთად კარტით და ვიდეო თამაშებით გაერთო, დამშვიდობებამდე ახალშეძენილმა მეგობრებმა საპნის ბუშტები გაუშვეს.

"ჩვენს სამყაროში უკვე აღარ არის ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც ასეთი გულუხვი, უანგარო და თავდაუზოგავია სხვების გაბედნიერებისთვის." უთხრა ბიჭუნას დედამ ABC News-ის ჟურნალისტს. რეჯინა ქერლთონის მადლიერება უსაზღვრო იყო, მისთვის სრულიად უცხო ადამიანმა გრძელი გზა გამოიარა იმისთვის, რომ მისი ბიჭუნა გაეღიმებინა.