ბორის ნემცოვის პატივსაცემ მარშზე რუსეთში ათასობით ადამიანი შეიკრიბა

ათასობით ადამიანი შეიკრიბა მოსკოვის, სანკტ პეტერბურგისა და კიევის ცენტრში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკური ლიდერის ბორის ნემცოვის მკვლელობის დასაგმობად.

ბორის ნემცოვი გასულ პარასკევს მოსკოვის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. 

1 მარტს  ნემცოვი  უკრაინაში გატარებული პოლიტიკის საწინააღმდეგო აქციის გამართვას გეგმავდა რუსეთის დედაქალაქში. პოლიტიკოსის მკვლელობის გამო კი საპროტესტო აქცია სამგლოვიარო მარშით შეიცვალა. 

გთავაზობთ სამგლოვიარო მარშის ფოტომასალას:

ოპოზიციის აქტივისტი და რუსეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი მიხეილ კასიანოვი (ALEXANDER UTKIN/AFP/Getty)

სამგლოვიარო მარში, წითელი მოედანი (SERGEI GAPON/AFP/Getty)

პლაკატები ნემცოვის გამოსახულებით (YURI KADOBNOV/AFP/Getty)

ქალი ყვავილებით ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე (Sefa Karacan/Anadolu Agency/Getty)

(DMITRY SEREBRYAKOV/AFP/Getty)

მომიტინგეები პლაკატით: "გმირები არ კვდებიან, ეს ტყვიები ყველა ჩვენგანს მოხვდა." (SERGEI GAPON/AFP/Getty)

პოლიციელების კედელი (YURI KADOBNOV/AFP/Getty)

ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე მიტანილი ყვავილები (Sefa Karacan/Anadolu Agency/Getty)

სანკტ პეტერბურგი

რუსეთის სიდიდით მეორე ქალაქში, სანკტ პეტერბურგში, ათასობით ადამიანი გამოვიდა ბორის ნემცოვის მკვლელობის გასაპროტესტებლად. პოლიციის მონაცემებით, აქციაზე სულ 6000 ადამიანი იმყოფებოდა. 

აქციის მონაწილეებს უჭირავთ ბანერი წარწერით: "ბორის ნემცოვი – არ დავივიწყებთ! არ ვაპატიებთ!" (OLGA MALTSEVA/AFP/Getty)

(Sergey Mihailicenko/Anadolu Agency/Getty)

(Sergey Mihailicenko/Anadolu Agency/Getty)

საზოგადოებრივი წესრიგის დამცველები. (Sergey Mihailicenko/Anadolu Agency/Getty)

ქალი ბორის ნემცოვის პორტრეტით (Sergey Mihailicenko/Anadolu Agency/Getty)

აქციის მონაწილეებს აღმართული აქვთ რუსეთის, უკრაინის, სანკტ პეტერბურგის და პოლიტიკური პარტიის იაბლოკოს დროშები. (Sergey Mihailicenko/Anadolu Agency/Getty)

მსვლელობის მონაწილეები პლაკატებით "საღი აზრის ძილი ურჩხულებს ბადებს" და "თავისუფლება სავჩენკოს – ორ გმირს ვერ "გაქაჩავთ" (ნადია სავჩენკო უკრაინელი პილოტია, რომელიც პრო–რუსელმა მეამბოხეებმა დაატყვევეს. სავჩენკო ამჟამად პროტესტის ნიშნად შიმშილობს) (Mihailicenko/Anadolu Agency/Getty)

(OLGA MALTSEVA/AFP/Getty)

კიევი, უკრაინა

მხარდამჭერთა მცირე ჯგუფი შეიკრიბა უკრაინის დედაქალაქშიც. ნემცოვი რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსიას  და აღმოსავლეთ უკრაინაში სამხედრო მოქმედებებს გმობდა. ამის გამო უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მას უწოდებდა "ხიდს უკრაინასა და რუსეთს შორის."

მგლოვიარეებმა ბორის ნემცოვის ხსოვნას პატივი კიევის დამოუკიდებლობის მოედანზე მიაგეს. სურათის ცენტში უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო (SERGEI SUPINSKY/AFP/Getty)

მხარდამჭერებმა ყვავილები უკრაინაში რუსეთის საელჩოსთან მიიტანეს. (Vladimir Shtanko/Anadolu Agency/Getty)

მამაკაცი პუტინის ნიღბითა და ფაშისტური უნიფორმით. (SERGEI SUPINSKY/AFP/Getty)