მაილი საირუსი უსახლკარო ლგბტ თინეიჯერების დასახმარებლად ორგანიზაციას ქმნის

მიუხედავად იმისა, რომ 22 წლის მომღერალს მედია ხშირად პროვოკატორულს უწოდებს, მაილი საირუსს საკუთარ სკანდალურ მოქმედებებზე ერთი პასუხი აქვს: მე უბრალოდ ასეთი ვარ. მომღერლი ამბობს, რომ სურს ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს შესალებლობა თავისი თავი გამოხატოს.

მაილიმ ახალგაზრდების მხარდასაჭერად არასამთავრობო ორგანიზაცია Happy Hippie (ჰეპი ჰიპი) შექმნა. ორგანიზაცია უსახლკარო ბავშვებს და ლგბტ თინეიჯერებს დაეხმარება. მომღერალმა დასძინა, რომ წარსულში მისი ყველა ურთიერთობა ჰეტეროსექსუალური არ ყოფილა.

"ჩემს პოზიციაში ადვილია თავისუფლება და ძალაუფლება იგრძნო, თუმცა ძალიან ბევრ ბავშვს არ აქვს ამის საშუალება. ისინი მშობლების მეთვალყურეობის ქვეშ იზრდებიან." - უთხრა მაილიმ სატელეფონო ინტერვიუში AP-ს.

საირუსი 2014 წელს MTV-ს დაჯილდოვებაზე უსახლკარო ბიჭთან ერთად წავიდა. მომღერალის თქმით, მის ამ ჟესტს უამრავი დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რაც სასარგებლოა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქუჩაში არიან და არაფერი გააჩნიათ. მაილი ასევე შთააგონა დეკემბერში ტრანსგენდერი თინეიჯერის თვითმკვლელობამ.

მაილი და უსახლკარო ჯესი ჰელტი MTV-ს დაჯილდოებაზე. 2014 წ.

ოფიციალური ინფორმაციით, ამერიკაში მილიონ ექვსასი ათასზე მეტი უსახლკარო ახალგაზრდაა. მათ შორის 40 პროცენტი ლგბტ თემს მიეკუთვნება.

14 წლის ასაკიდან, მაილის სურდა თავისი პოპულარობა კეთილი საქმისთვის მოეხმარა.

"რა უნდა გააკეთო, როდესაც მილიონობით თვალი შენსკენაა მიმართული? საკუთარ თავს ხშირად ვუსვამ ამ შეკითხვას. ვიცი, რომ მკერდის გამოჩენის შემთხვევაში უფრო მეტი ვინმე შემომხედავს, შემომხედეთ და ამ დროს გეტყვით რომ უსახლკაროების დასახმარებლად ორგანიზაციას ვაარსებ, რაც დარწმუნებული ვარ ბევრ ენერგიულ ადამიანს მოიზიდავს."

საირუსი უამრავ საჭირბოროტო თემაშია ჩართული, გლობალური დათბობის პრობლემებით დაწყებული, ცხოველების უფლებებით დამთავრებული. თუმცა 22 წლის მომღერალი აპირებს რომ ახლა ფოკუსი და მთელი ყურადღება ახალგაზრდა უსახლკაროებისკენ მიმართოს.

"უსახლკარო ბავშვებს ყველანი ვხედავთ. ეს სიტუაცია დაახლოებით ჩიტების ჭიკჭიკს გავს, რომელიც გესმის და სულ აიგნორებ, თუმცა ის ყოველთვისაა ჩვენს გარშემო." - ამბობს მომღერალი.

Happie Hippie-ს ორგანიზაციაში ფულის შესაგროვებლად საკუთარ იდეებს მომღერალი თავის გულშემატკივრებს მალე გააცნობს. მაილი ჯოან ჯეტთან და არიანა გრანდესთან ერთად მუსიკალურ ვიდეობის ჩანაწერებს ორგანიზაციის Facebook-ის გვერდზე გაავრცელებს. ის ასევე წერს სიმღერებს, რომლებიც საკუთარი პერსონალურობის მიღების და ერთმანეთის სიყვარულის თემებზეა.

მაილიმ თავისი გამორჩეული და განსხვავებული იმიჯის შესახებაც ისაუბრა:

"ჩემი თითოეული ქმედება ამბობს "არ მიკარნახო თუ რა გავაკეთო!". სწორედ ესაა ის, რაც მინდა ბავშვებს ვუთხრა, ძალიან მინდა რომ თითოეული მათგანი საკუთარ განსაკუთრებულობას გაუფრთხილდეს."

მაილის ახალი ორგანიზაციის ლოგო

დააკლიკეთ და ნახეთ მაილის ორგანიზაციის Happy Hippie-ის ოფიციალური მისამართები Facebook-ზე და Instagram-ზე.