ჯაკარტას ბიბლიოთეკაში ქართული წიგნების კუთხე გაიხსნა

ორ წელზე მეტია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების უნივერსიტეტებსა და ბიბლიოთეკებში ქართული წიგნის კუთხე იხსნება. ასეთი კუთხეები უკვე არსებობს კიევში, პრატოშ, ბარში, პრეტორიაში, ვენაში, სტამბოლში, მიუნხენსი, რეჯე დე კალიბირიაშ, ბაქოსა და პრაღაში.

ამჯერად მეოცე, ქართული წიგნების კუთხე ინდონეზიაში, ჯაკარტას მთავარ ბიბლიოთეკაში გაიხსნა. ბიბლიოთეკის რესურსი კერძო შემოწირულობით კომპლექტდება, თუმცა ქართული კუთხის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს საელჩო ინდონეზიის რესპუბლიკაში.

მალე ასეთივე კუთხეები გაიხსნება ბარსელონაში, ნიუ-იორკსა და ლისაბონში.

აღსანიშნავია, რომ წიგნის კუთხეები მხოლოდ ქართულენოვან წიგნებს არ გულისხმობს - ადგილზე განთავსებულია უცხოენოვანი ლიტერატურა საქართველოს შესახებ და ქართული წიგნების თარგმანები.