ნორვეგიელმა ფოტოგრაფმა ცხოველების ორმაგი ექსპოზიციის სურათები შექმნა

ნორვეგიის ქალაქ ბერგენში მოღვაწე ვიზუალურმა არტისტმა ანდრეას ლიმ, საინტერესო და ლამაზი გზა იპოვა ზღვარი გაევლო თავისი ქვეყნის ლამაზ ადგილებსა და იქ მცხოვრებ ცხოველებს შორის.

ფოტოგრაფის სურათები ორმაგ ექსპოზიციას წარმოადგენენ, რაც ორი განსხვავებული რეალობის სინთეზს ქმნის. ნამუშევრებში კომბინირებულია ცხოველები და მათი დამახასიათებელი საცხოვრებელი გარემო.

ადვილი მისახვედრია, თუ რამ მოახდინა გავლენა ანდრეას ხელოვნების ნიმუშებზე. მისი საცხოვრებელი ქალაქი 7 სხვადასხვა ტყიანი მთითაა გარშემორტყმული, სადაც ადგილობრივებიც და ქალაქის სტუმრებიც ხშირად მართავენ ლაშქრობებს.

ხელოვანი თავის ნამუშევრებს ონლაინ მაღაზიაში ყიდის. სხვა ნამუშევრების დასათვალიერებლად შეგიძლიათ ესტუმროთ მის სოციალურ საიტებს:  Facebook | Tumblr | Instagram | Society6.