მებო ნუცუბიძემ უკრაინული Voice-ის რინგი გამარჯვებულმა დატოვა

ქართველი მომღერალი მებო ნუცუბიძე მუსიკალური პროექტის Voice-ის უკრაინულ ვერსიაში იღებს მონაწილეობას. 

3 მაისს, მებო რინგზე უკრაინელ სერგეი ტომაშევკისთან ერთად გამოვიდა. კონკურსანტებმა ამერიკული როკ ბენდის Imagine Dragons-ის ერთ-ერთი ჰიტი Radioactive შეასრულეს. ბრწყინვალე შესრულების შემდეგ გუნდის მწვრთნელმა სვიატოსლავ ვაკარჩუკმა არჩევანი მებოზე შეაჩერა. მომღერალმა უამრავი პოზიტიური კომენტარი მიიღო.

საქართველოში მებომ X ფაქტორში მიიღო მონაწილეობა და პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. კონკურსებში მონაწილეობის პარალელურად, მებო მუსიკალური ბენდის The BearFox-ის სოლისტია.