პუერტო-რიკოს გუბერნატორმა სამედიცინო მარიხუანა ლეგალურად გამოაცხადა

პუერტო რიკოში სამედიცინო მარიხუანა ლეგალიზდა. გუბერნატორმა ალეხანდრო გარსია პადილამ 3 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც კუნძულზე სამედიცინო მარიხუანა აღარ იქნება აკრძალული. 

ბრძანების შემდეგ, ჯანდაცვის დეპარტამენტის მდივანმა ანა რიოსმა მარიხუანას მცენარისგან მიღებული ნივთიერების კომპონენტები სამედიცინო მოხმარების სფეროში შეიტანა.

ამ ცვლილების შემდეგ, პუერტო-რიკოში მარიხუანამ სტატუსი შეიცვალა. ის უკვე აღარაა აკრძალული სამედიცინო ნივთიერება და დაბეგვრას ექვემდებარება.

გუბერნატორის თქმით, მან ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც სამეცნიერო კვლევებს გაეცნო, რომლის მიხედვითაც მარიხუანას თერაპიული ზემოქმედება აქვს მრავალ დაავადებაზე.

"კვლევების მიხედვით, მარიხუანა ისეთი დაავადებებით გამოწვეულ ტკივილს აქრობს, როგორიცაა გაფანტული სკლეროზი, შიდსი, გლაუკომა... ასევე, ეფექტურად მოქმედებს ალცჰეიმერის, პარკინსონის და იმ სხვა დაავადებების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად ტრადიციულ მკურნალობას არ ექვემდებარება." - განაცხადა გუბერნატორმა. 

ახალი ცნობები მეტყველებენ, რომ კანაბისი სამეცნიერო სფეროში მალე დიდ ცვლილებებს შეიტანს. აშშ-ში ჩატარებული კვლევის უკანასკნელი შედეგებით, სამედიცინო მარიხუანას ზეთი კიბოს უჯრედებს კლავს.

"მარიხუანა მედიცინაში რევოლუციას მოახდენს" - ამბობს CNN-ის სამედიცინო სფეროს კორესპონდენტი ექიმი სენჯეი გუპტა.

ამ გადაწყვეტილებით, პუერტო-რიკო ამერიკის იმ 16 შტატს შეუერთდა, სადაც სამედიცინო მარიხუანა ლეგალიზებულია. ეს შტატებია: ალასკა, არიზონა, კალიფორნია, კოლორადო, ვაშინგტონი, ჰავაი, მეინი, მიჩიგანი, მონტანა, ნევადა, ნიუ-მექსიკო, ნიუ-ჯერსი, ორეგონი, ვერმონტი, როდ-აილენდი და ვაშინგტონი.