პრინც უილიამმა და ქეით მიდლტონმა ქალიშვილის სახელი პრინცესა დაიანას საპატივსაცემოდ შეარჩიეს

კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას 2 მაისს ქალიშვილი შეეძინათ.

ქეითმა და უილიამმა საზოგადოების წინაშე პრინცესას სახელი გამოაცხადეს, მას შარლოტა-ელიზაბეტ-დაიანა ერქმევა.

შარლოტა პრინცის მამის - ჩარლის ქალური ვერსიაა. ელიზაბეტი - დედოფლის პატივსაცემად, ხოლო დაიანა უილიამის დედის, პრინცესა დაიანას სიყვარულით დაარქვეს.

ქეითს და უილიამს კიდევ ერთი შვილი ჰყავთ, სამეფო ტახტის მემკვიდრე პრინცი ჯორჯი, რომელიც 2 წლისაა.