3 თვის გოგონამ თავის ტყუპი ძმა სიკვდილისგან იხსნა

ტყუპები ემი და ჯეიკ რეიდები, დაგეგმილზე 15 კვირით ადრე გაჩდნენ, რის გამოც პირველი სამი თვის საავადმყოფოში გატარება მოუწიათ. პატარებს ფილტვის პრობლემები ჰქონდათ და დამოუკიდებლად სუნთქვა უჭირდათ, თუმცა ექიმების სამთვიანი მეთვალყურეობის შემდეგ, მშობლებმა ისინი სახლში წაიყვანეს.

"როდესაც დაიბადნენ ისეთ პატარები იყვნენ, ჩემი საქორწინო ბეჭედი მთელს მკლავზე ეტეოდათ. ხელის მოკიდებასაც კი ვერ ვბედავდი, მეგონა რაიმეს ვატკენდი, მაგრამ საავადმყოფოდან გაწერისას ისინი ასაკისთვის ჩვეულ კილოგრამებს იწონიდნენ. ექიმები გვარწმუნებდნენ რომ ყველა საფრთხე უკან იყო დარჩენილი, თუმცა როგორც აღმოჩნდა ასე არ ყოფილა. ღამით ემის ტირილმა გაგვაღვიძა, თუმცა ოთახში შესულმა აღმოვაჩინე, რომ ჯეიკს ტუჩები გალურჯებული ჰქონდა და არ სუნთქავდა. საბედნიეროდ მსგავს სიტუაციებთან გამკლავება საავადმყოფოში ვისწავლე და შევძელი მისთვის სუნთქვის აღდგენა, თუმცა რომ არა მისი და წარმოდგენაც არ მინდა იმის, რა შეიძლება მომხდარიყო." - იხსენებს ტყუპების დედა.

პატარა ჯეიკი ექიმებმა სახლში ჟანგბადის მილთან ერთად გამოუშვეს, რათა თავიდან აერიდებინათ მომავალში რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა.

"როგორც აღმოჩნდა, ჯეიკის ფილტვებს ჯერ-ჯერობით დამოუკიდებლად მუშაობის პრობლემა მაინც აქვს, ამიტომ გვინდა ყველანაირი გაუთვალისწინებელი საფრთხე თავიდან ავირიდოთ. 3 თვის ასაკში ის საკუთარმა დამ გადაარჩინა, მეორედ მსგავს რისკზე ვეღარ წავალთ. მათ ისევ ერთ ლოგინში, ხელჩაკიდებულებს სძინავთ, თუმცა ამჟამად მათ ძილი გაცილებით მშვიდი და უსაფრთხოა"