ორი ქართველი დიზაინერი ავეჯის საუკეთესო დიზაინერთა ათეულში მოხვდა

მოდის სამყაროსგან განსხვავებით, ავეჯის დიზაინერებისთვის ჩვენებებისა და შეფასებებისთვის მილანში მხოლოდ ერთი სეზონი არსებობს. Salone del mobile ყოველწლიურ ფესტივალსა და გამოფენას წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ხდება ინდუსტრიული ავეჯის ახალი ტენდენციების, საინტერესო ნამუშევრების გამოფენა გაყიდვა და ნიჭიერი დიზაინერების დასახელება.

Salone del mobile-ზე 10 საუკეთესო და საინტერესო დიზაინერებს შორის ინტერიერისა და პროდუქციის დიზაინერული კომპანიის rooms-ის ორი ქართველი დიზაინერი ნატა ჯანბერიძე და ქეთი თოლორაია მოხვდნენ.

"ორაზროვანი კვადრატები და ჩამოყალიბებული დიზანი" - ასე მოიხსენიებს ახალგაზრდა დიზაინერების ნამუშევრებს New York Times Style Magazine.