29 აპრილი ცეკვის საერთაშორისო დღეა

ცეკვის საერთაშორისო დღის შექმნის იდეა 1982 წელს იუნესკოს პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის, ცეკვის საერთაშორისო საბჭოში (CID) დაიბადა. ამის შემდეგ, ის ყოველწლიურად 29 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს ასევე მეცხრამეტე საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მოცეკვავის ჟან-ჟორჟ ნოვერის დაბადების დღეა.

ცეკვის საერთაშორისო დღის დანიშნულება იყო, რომ ფართო პუბლიკის ყურადღება მიეპყრო ცეკვის ხელოვნებისადმი და საზოგადოების ის ნაწილი ჩაერთოთ საცეკვაო წვეულებებში, რომლებიც ნაკლებ ყურადღებას აქცევდნენ ცეკვის მნიშვნელობას.

ყოველწლიურად, ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი ოფიციალურ წერილს აქვეყნებს ცეკვის დღესთან დაკავშირებით, რომელიც მთელს მსოფლიოში ვრცელდება.

2003 წლის 29 აპრილს, ცეკვის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტის ალკის რაფტისის მესიჯში ნათქვამი იყო: "მსოფლიოს 100 ქვეყანაზე მეტში იურიდიულ ტექსტებში სიტყვა "ცეკვა" საერთოდ არაა მოხსენიებული, ამ ქვეყნებში სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნების ამ დარგის განვითარების მიზნით თანხა არაა გამოყოფილი, მათთან უბრალოდ არ არსებობს საცეკვაო განათლება.

2005 წლის 29 აპრილს საბჭოს მიერ მთავარი აქცენტი ცეკვის შესახებ ცოდნის ამაღლებაზე გაკეთდა, საბჭოს წევრები სხვადასხვა ქვეყნებში განათლების სამინისტროებს დაუკავშირდნენ და სთხოვეს ამ დღეს სკოლებში განსაკუთრებული გაკვეთილები ჩაეტარებინათ. ამ წელს ყველა სკოლაში დაწერეს ესეები და დახატეს ნახატები ცეკვის თემაზე, შემდეგ კი მოსწავლეები ქუჩაში ცეკვა-ცეკვით გავიდნენ.

2006 წლის 29 აპრილს, საბჭოს პრეზიდენტის მესიჯი იყო: "მოცეკვავეებო, ყველა ქვეყნისა შეერთდით!"

2007 წელს ცეკვის საერთაშორისო დღე ბავშვებს მიეძღვნათ.

2008 წელს - ალის რაფტისმა შემდეგი მესიჯი გამოაქვეყნა: "მთავრობებო, სპონსორებო და მედია! თქვენ ხართ ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ცეკვის ხელოვნების განვითარებაზე მნიშვნელობას ახდენს. ჩვენ გვინდა რომ დღევანდელი მოცეკვავეები პროფესიონალებად ვაქციოთ, ამისთვის კი ახალ გზას გთავაზობთ: ჩვენი საბჭოს განყოფილებები გამოაქვეყნებენ ცეკვის დეონეების, ფუნქციების და ფორმების შესახებ!"

ზუსტად ერთი წლის წინ, ცეკვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ინდოეთის ქალაქ ჩენაიში 50 კლასიკური ცეკვის მოცეკვავე შეიკრიბა და ფლეშმობი მოაწყო:

წელს ცეკვის საერთაშორისო დღე მთელი მსოფლიო მასშტაბით აღნიშნეს.

checkiday.com-ის მიხედვით, 29 აპრილს ასევე აღინიშნება ჯინსის დღე, სურვილების დღე და გზის გაკვლევაში დამხმარე ძაღლების დღე.

წყარო: Wikipedia