"წლის მასწავლებლის" ჯილდოს მფლობელის გამორჩეული ისტორია

წლის ნაციონალური მასწავლებლის დაჯილდოვება ამერიკაში 1952 წლის შემდეგ იმართება. მასში ქვეყანაში მომუშავე ყველა პედაგოგი ავტომატურად იღებს მონაწილეობას, რაც ჯილდოს კიდევ უფრო მასშტაბურსა და პრესტიჟულს ხდის.

2015 წლის გამორჩეულ მასწავლებლად ტეხასელი შანა ფიფლსი დასახელდა. ის ამარილოს საშუალო სკოლაში ინგლისურს ასწავლის, თუმცა ჯილდო მოსწავლეებზე განსაკუთრებით სასარგებლო ზეგავლენის მოხდენისა და მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

მასწავლებელი განსაკუთრებულად ეხმარება ემიგრანტ მოსწავლეებს შეეუგონ სასწავლო პროცესს და ადაპტირება მოახდინონ უცხო გარემოში. უმეტესად მას უწევს მშობლებისა და მოსწავლეების საზღვარგარეთ მყოფი ოჯახის წევრების დარწმუნება განათლების აუცილებლობაში. მასწავლებლის მრავალწლიანი კარიერის განმავლობაში მან არაერთ მოსწავლეს გადააფიქრებინა სამუშაოს გამო სწავლის მიტოვება.

"შესაძლოა მე შანას მოსწავლე არ ვყოფილიყავი, თუმცა ამ შემთხვევაში არ ვიცი დღეს იქ ვიქნებოდი თუ არა სადაც ვარ. მან ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე იქონია გავლენა. დამარწმუნა მეც და ჩემი მშობლებიც რომ სწავლისთვის თავი არ დამენებებინა. განსაკუთრებულ ძალისხმევას ის იმ მოსწავლეებს ახარჯავდა, რომლებიც საომარი ტერიტორიებიდან იყვნენ ჩამოსულები, ან ემიგრანტები იყვნენ. მას სურდა ასეთ მოსწავლეებს თავი მნიშვნელოვნად და წარმატებულად ეგრძნოთ. ბედნიერებაა როცა ასეთი მასწავლებელი გხვდება." - განუცხადა CBS-ის ჯურნალისტს ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტმა ვიეტ ტრანმა.

ჯილდოს ფარგლებში შანა ფიფლსი უფლებამოსილია ერთი წლის განმავლობაში ამერიკის სხვადასხვა სკოლას ეწვიოს ვიზიტით და საკუთარ გამოცდილებაზე ლექციები წაუკითხოს სხვა პედაგოგებს: "ბევრ ამერიკელ მასწავლებელს არ ესმის ხანდახან რა რთულია მოსწავლეებისთვის იყვნენ სწავლაზე ორიენტირებულები. დიდ მნიშვნელობა აქვს გაიგო მათი ცხოვრების, მათი პრობლემების, ხანდახან რთული ოჯახური მდგომარეობის შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგაა შესაძლებელი სწორი დასკვნების გამოტანა. თუმცა მასწავლებლის საქმიანობის ხიბლიც ხომ ესაა. შენ შეგიძლია თითოეულ მათგანს საკუთარი ისტორიის შექმნაში დაეხმარო"