skydiving დუბაის ყველაზე მაღალი ცათამბჯენიდან

skydiving  სპორტის ახალი სახეობაა, რომელიც ადრენალინით მოწყურებულ ახალგაზრდებს აერთიანებს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გუნდები ცდილობენ გააუმჯობესონ არსებული რეკორდები და ყველაზე მაღალი ცათამბჯენებიდან გადმოხტნენ.

ამჯერად პროექტს დუბაი მასპინძლობდა. ორი კვირის განმავლობაში, ყველაზე მაღალი საცხოვრებელი შენობა Princess Tower სიმაღლისა და თავისუფალი ვარდნის მოყვარულების მთავარ პლატფორმად გადაიქცა. ცათამბჯენიდან 600-მდე მსურველი წყვილში, ჯგუფურად, პირდაპირი ვარდნით ან ე.წ. Dream Jump-ის სტილით ხტებოდა. Dream Jump მოიცავს სიმაღლეზე თოკით სრიალს, მანამ, სანამ მსურველი ხელს გაუშვებს მას.

ვიდეოში ჩანს როგორ ეშვებიან ცათამბჯენის 99-ე სართულიდან ჯგუფ SkyDive Dubai-ის წევრები.

აღსანიშნავია, რომ Princess Tower-ის მოსახლეობა ამ დროს ევაკუირებული გახლდათ შენობიდან.

"ეს საუკეთესო სანახაობაა რომლისთვისაც დილით ადრე გაღვიძება ღირს. არავის უნდა ადამიანთა ვარდნას საკუთარი აივნიდან უყუროს. სანახაობა მაშინაც კი ძალიან შთამბეჭდავია, როდესაც მას მიწიდან ადევნებ თვალს." - ამბობს ცათამბჯენის ერთ-ერთი მაცხოვრებელი საუდ ალ ანაზი.