Tbilisi Open Air 2015-ზე Placebo, Beth Hart, Archive და Zemfira ჩამოდიან

Tbilisi Open Air 2015-ზე სხვა მომღერლებთან ერთად Placebo, Beth Hart, Archive და Zemfira ჩამოდიან. 5 დღიანი ფესტივალი ღია ცის ქვეშ "თბილისის ზღვის ახალი ქალაქის" მიმდებარე ადგილას 3 ივლისს დაიწყება და 7 ივლისამდე გაგრძელდება.

ფესტივალის ორგანიზატორები არიან Hualing Group-ი და AlterVision. ბილეთები გაიყიდება 29 აპრილიდან 2 ივლისის ჩათვლით სპორტის სასახლესთან, Tbilisi Open Air 2015-ის სპეციალურ სალაროში, ხოლო 3-დან 7 ივლისის ჩათვლით მხოლოდ საფესტივალო ადგილზე.

ფესტივალის განრიგი ასე გამოიყურება: 

3 ივლისი:  

  • Main Stage: Zemfira, Aquarium, Tiger Lillies, Mellow, Ducktape.
  • Golden Stage/Night: Kollektiv Turmstrasse, Stephan Bodzin, The Forest, Greenbeam & Leon, Newa.

4 ივლისი:

  • Main Stage: Archive, Soap&Skin, Gravity, The Black Marrows, The Mins.
  • Golden Stage/Day: Green Room feat Dato Lomidze, არა, Erekle Deisadze & Vinda Folio.
  • Golden Stage/Night: Mujuice, Oimactta, Zurkin, Berika.

5 ივლისი:

  • Main Stage: Black Label Society, The Bambir, Sophie Villy, Scratch The Floor, Newcomer 2015.
  • Golden Stage/Day: Denis Jones, Belly Hole Freak, წერილი, Old Road Band.
  • Golden Stage/Night: Gui Boratto, Bacho & Cobert, Vako Key, Bero, Tomma.

6 ივლისი:

  • Main Stage: Beth Hart, Kill it Kid, Salio, MAMM, The Jetbird.
  • Golden Stage/Day: The Georgians, The Pulse, Miles Davis Tribute Project. 
  • Golden Stage/Night: Gacha, Vaska, Gabunia, Vako T, Lasha Craft.

7 ივლისი:

  • Main Stage: Placebo, Loudspeakers, The Bearfox, Afternoon Version, Newcomer 2015.
  • Golden Stage/Day: Lady Heroine, Mother on Mondays, The Window.

Tbilisi Open Air 2015 წელს Altervision Group-ის მიერ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად, ზაფხულობით, ღია ცისქვეშ ტარდება. ის ერთ სცენაზე აერთიანებს დამწყებ და პოპულარულ ქართველ თუ უცხოელ მუსიკოსებს და, რაც მთავარია, ათეულ ათასობით მსმენელს. ფესტივალი წლიდან წლამდე იცვლის ჩატარების ადგილს, ფორმას, იხვეწება და ვითარდება.

ბილეთის ფასი პირველ ეტაპზე (29 აპრილი-7 ივნისი) ასეთია:

  • 3 ივლისი - 40 ლარი
  • 4 ივლისი - 40 ლარი
  • 5 ივლისი - 30 ლარი
  • 6 ივლისი - 30 ლარი
  • 7 ივლისი - 50 ლარი
  • 5-დღიანი აბონემენტი - 110 ლარი.

ბილეთის ფასი მეორე ეტაპზე (8 ივნისი - 7 ივლისი):

  • 3 ივლისი - 45 ლარი
  • 4 ივლისი - 45 ლარი
  • 5 ივლისი - 35 ლარი
  • 6 ივლისი - 35 ლარი
  • 7 ივლისი - 60 ლარი
  • 5-დღიანი აბონემენტი - 130 ლარი.

29 აპრილიდან 2 ივლისის ჩათვლით ბილეთები იყიდება სპორტის სასახლესთან, Tbilisi Open Air 2015-ის სპეციალურ სალაროებში, ყოველდღე: 11:00 -20:00. ასევე ონლაინ www.tbilisiopenair.ge/ge

ფესტივალის ტერიტორიაზე კემპინგის შესახებ ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.