წყვილმა 20 წელიწადში მცურავი კუნძული ააშენა

ეს მცურავი კუნძული 66 წლის ვეინ ადამსს და 59 წლის ქეთრინ კინგს ეკუთვნის. კანადელმა წყვილმა მისი მშენებლობა 1992 წელს დაიწყო, მას შემდეგ კი ნელ-ნელა ფართოვდებიან. 

კუნძული ვანკუვერის სანაპიროსთანაა. წყვილი ბუნებრივ საკვებს იღებს. ისინი თევზაობენ, ნადირობენ, ტყეში ხილს აგროვებენ... ზაფხულში წყალს მიმდებარე ჩანჩქერიდან იღებენ, ზამთარში კი - წვიმისგან.

ადამსმა და ქეთრინმა საკუთარ სახლს "თავისუფლების კუთხე" დაარქვეს. ის 12 მცურავი პლატფორმისგან შეგდება და მოიცავს საცეკვაო სცენას, ხელოვნების გალერეას, შუქურას, სტუდიას წყვილისთვის და 5 ორანჟერეას. დასახლება ნახევარი ჰექტარი ფართობის მიწისგან შედგება, სადაც მათ სხვადასხვა სახის კულტურები აქვთ გაშენებული. თავდაპირველად, კუნძული მზის ენერგიის მიმღები 14 პანელისგან იკვებებოდა, მაგრამ ცოტა ხნის წინ ისინი დაზიანდნენ და წყვილმა დასახლება გენერატორზე გადაიყვანა.

ზაფხულობით წყვილი სტუმრებს იღებს. ხანდახან ოჯახი სრულიად უცხო ადამიანებსაც მასპინძლობს, რომლებსაც აინტერესებთ, როგორია მათი ცხოვრების წესი. ადამსი მეჩუქურთმეობითაა დაკავებული, ქეთრინი კი ხელოვანია, ის ხატავს, წერს, ცეკვავს და მუსიკალურ კომპოზიციებს ქმნის.