გაიცანით გლენისი და ფლორენსი, 103 წლის ტყუპები

ხშირად ტყუპები ინდივიდუალიზმსა და დამოუკიდებლობას ესწრაფვიან. გლენის ტომასი და ფლორენს დევისი კი 103 წლის ასაკშიც კი გვერდი–გვერდ ცხოვრობენ. ისინი დიდ ბრიტანეთში (ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი მსოფლიოშიც) ყველაზე ხანდაზმული ტყუპები არიან. 

გლენისი და ფლორენსი 1911 წელს დაიბადნენ და მთელი ცხოვრების მანძილზე განუყრელი იყვნენ. გლენის ქალიშვილი, სტეისი ამბობს, რომ ტყუპები მისი დედის გათხოვებამდე ერთ ოთახს იყოფდნენ. 

დებმა უბრალო ცხოვრება გაატარეს მეგობრულ გარემოში. სტეისი მათ დღეგრძელობას სწორედ ამას მიაწერს: "მთელი ოჯახური ცხოვრება ეკლესიასა და თემზე იყო ორიენტირებული. მათ უბრალოდ იცხოვრეს. არც დედამ და არც დეიდამ მანქანის ტარება არ იციან. არასდროს ყოფილან საზღვარგარეთ. მაგრამ ყოველთვის ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ თავს."

გლენისი და ფლორენსი ამჟამად ერთ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრობენ მეზობელ ოთახებში.