ფარელმა სხვა ვარსკვლავებთან ერთად ღარიბი აფროამერიკელი სტუდენტები დააფინანსა

ამერიკელი რეპერი, მუსიკოსი და მოდის დიზაინერი ფარელ უილიამსი აფროამერიკელი სტუდენტების დასახმარებლად ისეთ ვარსკვლავებთან გაერთიანდა, როგორიცაა აშერი, ტონი ბრექსტონი, კევინ ჰარტი და სხვები.

შოუ-ბიზნესის ცნობილმა წარმომადგენლებმა 500 ათას ამერიკულ დოლარზე მეტი გადარიცხეს United Negro College Fund-ში, თანხა გაჭირვებული სტუდენტების პრობლემების მოგვარებას მოხმარდება და სტიპენდიების ფონდში გადაირიცხება.

ფარელი ერთ-ერთ სტუდენტს სარა ჯონსს შეხვდა და ნიუ-იორკში დღე მასთან ერთად გაატარა. სარამ მუსიკოსს თავის გეგმებზე მოუყვა, და უთხრა რომ სწავლის გაგრძელებას აპირებს მეცნიერების, მათემატიკის და ტექნოლოგიის სფეროში. მომღერალმა გოგონას სტიპენდიის სახით 50 ათასი აშშ დოლარი გადასცა, რაც სტუდენტს სამომავლოდ განვითარებაში და მიზნებისის განხორციელებაში ძალიან დაეხმარება.

დღის ბოლოს ემოციებით დატვირთულმა ბედნიერმა გოგონამ ფარელი მამას შეადარა.

აფროამერიკელი ღარიბი სტუდენტების განათლების მხარდასაჭერად, ვარსკვლავებს კომპანიებიც შეუერთდნენ: McDonald’s, Wells Fargo, Buick და Disney.

აქციის დაწყებისთანავე, მასში ამერიკელი მსახიობი ანტონი ანდერსონიც მონაწილეობს, ის იხსენებს თავის სტუდენტობას, თუ როგორ წვალობდა სწავლის გადასახადის, საჭმლის და საცხოვრებელი პირობებისთვის ფულის შოვნას, როდესაც ჰოვარდის უნივერსტეტში ირებდა განათლებას.

"ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ სტუდენტებს მხრებიდან ტვირთი ჩამოვხსნათ. მათ სწავლის პროცესში არ უნდა უწევდეთ ნერვიულობა, თუ როგორ იშოვონ ფული საცხოვრებელი პირობებისთვის, მათ ერთი საქმე აქვთ: გადაშალონ წიგნი და ისწავლონ." უთხრა ამერიკელმა მსახიობმა AP-ს ჟურნალისტს.

გაერთიანებული აფროამერიკული კოლეჯის სლოგანია: "დასანანია გონებრივი რესურსების გაფლანგვა, რადგან ის საუკეთესო ინვესტიციას წარმოადგენს."

აქციის პრომოში ანტონი ამბობს: "დედა ყოველთვის მეუბნებოდა რომ ორი რამ, რაც არასდროსაა ზედმეტი არის გემოვნებიანად გამოწყობა და განათლების მირება. გამოიყურებოდე კარგად მარტივია, განათლების მიღებას კი სირთულეები ახლავს. ის ძვირია, მის გარეშე კი ჩვენი საუკეთესო მხარეები ყურადღების მიღმა რჩება.

თუმცა ჩვენ ამის შეცვლა შეგვიძლია, შემომიერთდით მე და ჩემს მეგობრებს და ერთად გადავრიცხოთ თანხა UNCF-ში."