კასპში თანამედროვე სტანდარტების მქონე სპორტ-კომპლექსი აშენდება

კასპის მუნიციპალიტეტში წლის ბოლომდე ახალი საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტ-კომპლექსი აშენდება. პროექტის ფარგლებში გაკეთდება საჭიდაო შეჯიბრებისთვის წრიული დარბაზი, ჭიდაობის სავარჯიშო სპორტ-დარბაზი, მოეწყობა ფიტნესისა და კალათბურთის დარბაზები, ასევე მოხდება ძველი სასტუმროს შენობის რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში უკვე განხორციელდა ძველი კალათბურთის დარბაზის სრული დემონტაჟი და მიმდინარეობს ახალი დარბაზის საძირკველზე მუშაობა. პარალალურად მიმდინარეობს სასტუმროს სამშენებლო სამუშაოებიც.

სპორტ-კომპლექსის რეკონსტრუქცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1 630108,14 ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება..