ანონიმურმა ქველმოქმედმა მეწყერით დაზარალებული მოხუცის ანგარიშზე 360 ათასი აშშ დოლარი გადარიცხა

ტიმ ვარდი თავის გერმანულ პოინტერ - ბლუსთან ერთად, შარშან ვაშინგტონის გარეუბან ოსოში ჩამოწოლილ მეწყერს გადაურჩა, რომელმაც 43 ადამიანთან ერთად მისი ცოლიც იმსხვერპლა. დანგრეულ 42 სახლს შორის კი ერთ-ერთი ტიმს ეკუთვნოდა.

ტიმი ბლუსთან ერთად ახალ სახლში გადავიდა, ცოტა ხნის წინ მედიაში გავრცელდა მისი ემოციური წერილი. მონათხრობში ტიმი ახსენებდა ახალი სახლის გირაოს, რომლის გადახდაც მის შემოსავალს აღემატებოდა.

ერთი კვირის წინ, ბანკში დონორი მივიდა, რომელმაც კონტრაქტის გაფორმების სურვილი გამოთქვა.

"მან გვკითხა, რამდენი სჭირდებოდა ტიმს გირაოს დასაფარად? პასუხის შემდეგ კი გვითხრა რომ თანხის სრულად დაფარვას აპირებდა." - განაცხადეს ბაკის თანამშრომლებმა მედიასთან. 

კეთილმა ქველმოქმედმა ანონიმად დარჩენა არჩია.