პოლიციელებმა დაკარგული ზღვის ლომი "სახლში დააბრუნეს"

ჩრდილოეთ კალიფორნიის პოლიციელებს, წყნარი ოკეანის სამაგისტრალო გზაზე საკმაოდ უცნაური მგზავრი შეხვდათ. მეგობრული ზღვის ლომი, სანაპიროდან ნახევარი კილომეტრის დაშორებით, ღამის პირველ საათზე, ნისლიან ამინდში პოლიციელებმა რეგულარული სამეთვალყურეო შემოვლის დროს იპოვეს.

76 სანტიმეტრისა და 9 კილოგრამი წონის ზღვის ცხოველი, პოლიციელებმა უსართხოდ, სამგზავრო წესების სრული დაცვით მიიყვანეს "ზღვის ძუძუმწოვართა ცენტრში", სადაც დადგინდა რომ არავითარი დაზიანება, ან დაავადება არ ჰქონდა, შემდეგ კი კვლავ ოკეანეში დააბრუნეს.

"იმის გათვალისწინებით რომ ნისლიანი ღამე იყო, ზღვის ლომი თითქმის შეუმჩნეველი გახლდათ, და შეიძლება ნებისმიერი ავტომობილი დაჯახებოდა მას. თუმცა, ძალიან გვიხარია, რომ ჩვენი ყურადღებიანი პოლიციელების მეშვეობით, ის უსაფრთხოდ განაგრძობს თავის ჩვეულ გარემოში არსებობას" - ნათქვამია პოლიციის დეპარტამენტის საინფორმაციო რელიზში.