25 აპრილს მსოფლიო პინგვინების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

პინგვინები ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფრინველები არიან მსოფლიოში, ამ ბაჯბაჯა არსებებს ისეთივე მომხიბვლელი ხასიათი აქვთ, როგორებიც თავად არიან. 25 აპრილი პინგვინების საერთაშორისო დღეა.

ამ დღესთან დაკავშირებით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსაკუთრებული გასართობი შოუებია დაგეგმილი. მათ შორის საქართველოშიც, თბილისის ზოოპარკი მსურველებს პინგვინების დღისთვის მიძღვნილ მხიარულ ღონისძიებაზე ეპატიჟება.

25 აპრილს ადელის პინგვინები (სახეობა, რომლებიც 1940 წელს აღმოაჩინეს) ჩრდილოეთიდან ანტარქტიდაზე ბრუნდებიან. მიგრაციის პროცესი შემოდგომაზე იწყება. წლის ამ პერიოდს მათი საცხოვრებელი მიდამო შედარებით ბნელდება, ადელის პინგვინებს კი არ აქვთ კარგი მხედველობა, ამიტომ ისინი მიიწევენ ჩრდილოეთისკენ რომ საჭმელი მოიპოვონ, პინგვინები სახლს 600 კილომეტრით შორდებიან, ყოველ 25 აპრილს კი ისინი საკუთარ კოლონიებში დაბრუნებას იწყებენ.

ადელის პინგვინების მიგრაცია

პინგვინების დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 20 იანვარს პინგვინების შესახებ ცოდნის ამაღლების დღეა, ხოლო 25 აპრილს - პინგვინების საერთაშორისო დღე. თუმცა არაა აუცილებელი 25 აპრილს დაელოდოთ, პინგვინებს თქვენი სიყვარული ყოველდღე სჭირდებათ.