გოგონა, რომელიც პროდუქციას გადამუშავებული ნარჩენებისგან ქმნის, დისნეის პარტნიორი გახდა

ქრისტინა გორდონმა დიზაინის ფაკულტეტი 5 წლის წინ დაამთავრა. მისი ინტერესი, გადაყრილი ქსოვილებისგან ახალი პროდუქტი მიეღო, წარმატებულ ბიზნესად იქცა. ახალგაზრდა დიზაინერის ნივთებზე უკვე მაღალი მოთხოვნაა Disney-ში და სხვა ცნობილ კომპანიებში.
ქრისტინას ახალი დამთავრებული ჰქონდა უნივერსტეტი, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტში "ერთად გადავარჩინოთ ინდოეთი" ჩაერთო და ინდოეთში გაემგზავრა. მონაწილეები ინდოეთის ქუჩებს ასუფთავებდნენ და მოგროვილი ნარჩენები ქარხანაში მიჰქონდათ, სადაც მათ გადაამუშავებდნენ.
ქრისტინას ინდოეთში დედამ ჩააკითხა, გოგონა ჟურნალისტებთან იხსენებს:
"დედას ქარხანა დავათვალიერებინე, სადაც ქუჩაში აკრეფილი გადაყრილი შლანგები, ცელოფნის პარკები და ტანსაცმლის ნაწილები მიგვქონდა და ვუთხარი, რომ მინდოდა მათთვის სარგებლიანობა დამებრუნებინა. ინდოეთის ქარხანაში არ იყო მაღალი ტექნოლოგიები, რომლებიც ამ ნივთების ნაწილებს ახალ, საჭირო პროდუქციათ გარდაქმნიდა. დედამ კი მითხრა, რომ მის მაღაზიაში იყო საჭირო ტექნიკები, რომლებიც ნარჩენების საჭირო ნივთებად გარდაქმნაში დაგვეხმარებოდა."


ქრისტინა დედასთან ერთად

ქრისტინას დედა ლიზი ბორდესი კალიფორნიაში დაიბადა და გაიზარდა. დედა-შვილის კომპანია "Upcycle It Now" სწორედ იქაა განთავსებული.

"ყველაზე მეტად აქაურ კულტურაში ის მომწონს, რომ ალუმინის ქილის სანაგვეში გადაგდება დანაგვიანების ტოლფასია. აქ ყველა უფრთხილდება დედამიწის მარაგს, რომელიც ნელ-ნელა იწურება."

Upcycle It Now-ს პირველი პარტნიორი წყნარი ოკეანის აკვარიუმი იყო, რომლებმაც ქრისტინას თავიანთი ძველი სარეკლამო ბანერისთვის გამოყენებული მუყაოს ქაღალდები გადასცეს, ახალგაზრდა დიზაინერმა კი ისინი სხვადასხვა ზომის, ფორმის და სტილის ქაღალდის პარკებად გარდაქმნა და კომპიანიას უკან მიჰყიდა.

დედა-შვილის ბიზნესი იმის მაგალითია, რომ ყველაფერი ახალი ძველიდან მოდის. 

შემდეგი პარტნიორი იყო კალიფორნიის ქალაქ ვენტურაში განთავსებული ტანსაცმლის მაღაზია "პატაგონია". მაღაზიას, გამოცხადებული აქციის მიხედვით, მათთან შეძენილი ძველი, გადასაყრელად გამზადებული ჟაკეტები უკან უბრუნდებოდათ. ქრისტინამ მათი გადამუშავება თავის თავზე აიღო და ახლა უკვე მაღაზია Upcycle It Now-ს მიერ შექმნილ ძაღლების ჟაკეტებსაც ყიდის.

Disney-სთან თანამშრომლობა დედა-შვილმა წელს დაიწყო. 

"ძველი პროდუქცია, რომელსაც დისნეი გადმოგვცემს მათ ახალი სახით უბრუნდებათ. ისინი გარდაქმნილ საკუთარ პროდუქციაში ფულს გვიხდიან." - სიამაყით ამბობს ქრისტინა. 

დისნეი საკუთარ მასალაზე უფლებებს იტოვებს, ქრისტინა მათ იდეებს და დიზაინს სთავაზობს, კონკრეტული შეკვეთის შემდეგ კი მანუფაქტურიზაციის პროცესი იწყება.  

ქრისტინა დედამიწის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე მიიწვიეს როგორც საპატიო სტუმარი, გოგონა შეკრებილი საზოგადოების წინაშე სიტყვით წარსდგა:
"ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ ყველაფერს დედასთან ერთად ვაკეთებ. ვქმნი იმას, რაც მიყვარს, ამასთან ერთად კი და დედამიწის მარაგს ვუფრთხილდები და გარემოს ვეხმარები სისუფთავის შენარჩუნებაში."